პოეზია · ლირიკა
გულო
დგახარ, ითვლი საათივით,დგახარ, მითვლი საათებს;ამოგიღე საგულედან,დიდხანს გემასლაათე...ამოგიღე, მთვარესავით -მეცხრე ცაზე დაგკიდე.გულო, თავი გაანებეამ ცხოვრების თავ-კიდეს!საექიმო მითხარ რა გჭირს?! -ოცი წლის ხარ, ჩემსავით...მაპატიე,თუ იარა დამრჩა დაუკემსავი!...მაპატიე,ოცნებებისჩამოშლილო ფაფარო!თუ კვლავ მინდა ქვეყნის საკლავტყვიას გადაგაფარო!ხელი მომე -ერთად მოვკვდეთ,იქაც ერთად ვიაროთ!ჩემო - ენით დაკოდილო,ჩემო - ცხრანატყვიარო!თუ ვერ შეძლებ ეს ცხოვრებაშენებრ არივ-დარიო,ხალხი იმას მაინც იტყვისგულითაა მკვდარიო!