პოეზია · ლირიკა
ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო,ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ:როგორც არ უნდა გშიოდეთ,როგორც არ უნდა გიჭირდეთ,თვალები არ ამომთხაროთ,ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ.რა ვიცი, იქნებ, თვალებისამარეშიაც დამჭირდეს,უთვალოდ მნახოს დედამა,ცხარე ცრემლებით ატირდეს...