პოეზია · ლირიკა
ჰერბარიუმი
როგორ გავფლანგეთ ერთმანეთი!რა უმოწყალოდ გავანადგურეთ -რაც გვაჟრჟოლებდა, რაც გვანთებდა, რაც გვაერთებდა!ასე მგონია, ჩვენ განვდევნეთ მთვარე მთებიდანდა გავამეფეთ მის ნაცვლად ღამე.... თუმც ესეცაა -ვის დაუზოგავს გაზაფხული - ჩვენ დაგვეზოგა?წვეთ-წვეთობით ვის გამოუზოგავს,წვეთ-წვეთობით რომ გამოგვეზოგა?- სალამი ჩვენო განადგურებავ!აღარც მე ვარ და აღარც შენ ხარ,ჰერბარიუმში, ერთ ფურცელზე დაგვასაფლავეს -ჩვენ ახლა მხოლოდ ჰერბარიუმისყვავილები ვართ.