პოეზია · ლირიკა
ჯონქა ხადური
ტანჯვისთვის იყო დაბადებული.მიდიოდა და ღრენა-ღრენით მისდევდა ქარი.მიდიოდა და მისჩხაოდნენ შავი ღრუბლები.ვერც სეტყვა გაძღა ჯონქას თავზე ჩამოხვავებითდა არც წვიმები დაიღალნენ მისი წამებით.ამოყვირებული კაცი იყო ჯონქა ხადური,სიმართლე ვულკანივით ამოსკდებოდა ხოლმე მისი პირიდან -სიმართლე კი... მოგეხსენებათ, რა მტრიანი ვინმეა! -აი, ამიტომ ებრძოდნენ ჯონქას:თავმჯდომარეც და ხევისბერიც,მექალთანე ლადიმერაც და ხელმრუდი კოტიაც,მილიციელიც და მოსამართლეც...უღრენდა და ჰკბენდა ჯონქა,უღრენდნენ და ჰკბენდნენ ისინიც,ებრძოდა და ებრძოდნენ.ამოყვირებული კაცი იყო -ამოყვირება ვერავინ ვერ მოაშლევინა....და ბოლოს - ნეტავ როგორ შეხვდნენ ერთიმეორესის და სიკვდილი?მაინც მგონია, რომ თვითონ ჯონქაგაიწეოდა სიკვდილისკენ, როგორც მხსნელისკენდა გატანჯულ სულს უტანჯველად ჩააბარებდა.სიკვდილიც შემოხვევდა ხელს და ეტყოდა:მოდი აქ, შვილო, ეგრე ვინღა გაგიმეტაო,რა ჭრილობებით სავსე გული მოიტანეო?!.