↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სურვილების ყულაბა

შალამბერიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2702 ნახვა

—
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებსდა ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილსდა ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებსცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარსდა ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოსდა სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატსდა ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
შალამბერიძე გიორგი

შალამბერიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი