↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტის სიყვარული

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52766 ნახვა

—
შენზე ოცნებამ შორეთშისამყოფი ამიშენა,ჩემში რომ არის პოეტი,იმას უყვარხარ შენა.
ის ჩემზე ახალგაზრდაა,ის ლამაზია ჩემზე,ის ყველასათვის სიკეთისმეტს აღარაფერს ეძებს.ის მართალია ყოველთვისდა ჩემზე უფრო სანდო,ვერ აშინებენ _ არ იცვლისსიტყვას ჩემსავით, ხანდროს.
თუ დასჭირდება განწირვაიგი სიკვდილზეც წავა.მე მისი მხოლოდ მიწა ვარ,მე მისი მხოლოდ ცა ვარ.
მე მისი მხოლოდ წვიმა ვარ,ზოგჯერ ვარ მისი გვალვაცის შენთანაა... ის მე ვარ,გიყვარდეს, როცა არ ვარ.
1978
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი