↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ს. ჯ.-ს (სიმონ ჯაფარიძეს)

რობაქიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი8523 ნახვა

—
ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,შენი თვალები შაირია სილამაზისა:როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.
თავის ამართვა ამაყი გაქვს მთის გავაზისა.შენს გამოხედვას სილამაზე ვერ ემალება;ჰო, რომ იცოდე, ვით თვრებიან შენით ქალები!ჰო, რომ იცოდე, ვით ხალისობს შენი თმა მზისა!
დრო ულმობელი შენს გიშერსა ნელად ათოვებს,ხოლო ვეჭვობ კი: შავ განზრახვას ვერ აათავებს;საზარელია და სასტიკი ხანის კვეთება:
ცელავს და ლეწავს ლაღი სიტკბოს ნაზ ლერწამებსა, -მაგრამ შენთან კი თვით სიკვდილიც მხოლოდ შეკრთებადა ჩუმი კოცნით დაგიხუჭავს მაგ წამწამებსა.
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი