პოეზია · ლირიკა
საკუთარი ტოსტი
არ ვიცი, ფიქრი ასე რად დალბა,მჟავე სპლინი თუ გადამეკიდა.ამბავს მიყვება გასართობს, ალბად,როგორც მლოცველი შორი მექქიდან.თუთიყუშივით დაღლილი ხანითწამიღო მზერამ სანაპიროსმან.თუ არ ვეწვიე სარდაფში ღამით,დამემდურება ნიკო ფიროსმანმიყვარს მენადის შეშლილი მკერდი,მოირაც მისთვის გადამემტერადა მაპატიეთ დღეს მხოლოდ ერთი,რომ მათ ვარჩიო უნდა ჰეტერა.დამიდგა მარტო იმაზე დარდი,სიგიჟე იფრქვის ყველგან იმდენი,რომ სტატისტიკით მარჯვენა მარდივეღარ აწყავენ მას მემინდენი.მოდიან ჩემკენ შხამიან თასითბერი იოვან და სააკაძედა იმერეთი – ნიადაგ თარსი–წინ მეკეცება, როგორც საკაცე.ხანდახან უცებ იწივლებს გველადგაფითრებული ცხენის ფანტასმა.მაგრამ შელოცვას მივმართავ ხელად,მან ერთხელ იგი კიდეც გათასმა.ჩემთან არიან მაგარი ძმანიცნათელი გული მან ამიქარვა.და მეშინია, არა ვთქვა მაინც,რომ საქართველო არის მიქარვა.