↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

"მელოდიები ოქროს ბუდიდან"

ჯანელიძე ჯანო

2017-06-126 წთ საკითხავი187 ნახვა

—
სევდიანი პოემალეიკოს _ ჩემს მარადიულ მეგობარს(ნაწყვეტი)1.კარგად იცოდე, ჩვენი ცხოვრებავიღაცამ დაჰყო ნაწილ-ნაწილად:ბედნიერებად, უბედურებად,ხან რომ გვათოვა და ხან გვაწვიმა.სევდად, ღიმილად, მწუხრად, ცრემლებად,ლამაზ აპრილად, პირქუშ იანვრად,გულში ტკივილად რომ ჩაეწერადა მკერდს ნიაღვრად გადამიარა.სევდით გავცქერი შორეთს დარდიანსდა მესმის მწუხრის ზარების რეკვა,ცხოვრება ჭრელი მასკარადია,ხან ვარდს გვთავაზობს და ხანაც ეკალს,გააღებ სარკმელს, მზეა ბარჩხალა,ხან მთვარე ნათობს, მთლად ნაღვლიანად,ხანაც დამჩხავის ყვავი-ყვანჩალადა მკერდზე კორტნის ღია იარას.ჩემი კარებიც ბევრჯერ მოთელამოხეტიალე ქარმა ტიალმა,წუთისოფელმან, მართლაც ორფერმა,მითხარი, ვინ არ გაატიალა?!2.ხან გაანჩხლებით ჩხიკვი დამჩხავის,ხან მაფშალია ტკბილად მიგალობს,ღმერთო მაღალო, არ ვარ ლაჩარი,არც დარდი-მანდი ვინმე ფიგარო.დაბადებიდან თან დამყვა ბედადერთი ვარსკვლავი მისნად და მრჩევლად.საგანძურივით გულს მიდევს სევდადა ვცხოვრობ ასე, მე, შეუმჩნევლად.3.ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს ცხოვრებაარის ქარის ხმა, სხვა არაფერი,ამაოების ამაოებადა ემსგავსება კარებს მოფელილს,თავაღერილი ჩვენ რომ შევდივართდა გამოვდივართ თავდახრით გარე,მზე რომ ამოდის და ასე ბრწყინავს,რასა გვძენს?! – მხოლოდ გვიბრმავებსთვალებს.ნუთუ ვერ ხედავ, ნუთუ ვერ ხედავსაგულდაგულოდ მოფელილ კარებს?!წავიდა მამა, წავიდა დედა,წავიდა ზაზა, მეც წავალ მალე.4.ნეტავ გუშინწინ იქ ვინ მღეროდა,აქ ნეტავ გუშინ ვინ ჩაიარა,ხვალინდელ მზეს რომ ასე ელოდა,მეც გამიღიმა მთლად ნაღვლიანად?!საბურთალოზე, კლდეზე ხე რომ დგას,სამარადისოდ იქ დაივანა.წუთისოფლისგან სხვას რას ელოდა,ვინღა წასულა სხვა უწყინარად?!ეს ვინ დაგვცქერის ნეტავ ზემოდან,მართლაც ბრიყვია, მიხვდეს ვინ არა?!და მეც ვეცემი, ვეცემი, ვდგები,წყაროც დამშრალა ჩემი მცინარა,შემართულია გაფრენად ფრთები,მიწია ალბათ ჩემმა ფინალმა,ძლივსღა ვბრუნდები სახლშიღრმა ღელით,სულ უკან მივალ, არა, წინ – არა,შენ შენი გყოფნის თუმცა ნაღველი,შენ შენი გყოფნის თუმცა იარა.5.და მზის ამოსვლას მე მაინც ველიდა ქედსაც ვუხრი მის სიდიადეს,თუმც ხელთ რა შემრჩა?! –მხოლოდ-ღა ბნელი,მაინც სიბნელეს ჭარბობს სინათლე.ჰა, მივუყვები თავდახრით დამრეცს,ეს, მე ვარ, მე ვარ სიმღერა ხვალის,ბევრი დავკარგე და ბევრიც გავეც,უფრო მეტი კი მივიღე მაინც.ცხოვრება ჩვენგანმართლაც ბევრს ითხოვს,უკვე მივდივარ, ფრთებს ძლივს მივათრევ,გავეცი ჩემი წილხვედრი სითბო,ჩემი წილხვედრი გავეც სინათლე.6.დიდება შენი, უფალო, მე მწამს,და მწამს, ამიხდენ მე ყველა სურვილს,არა, არ მინდა, მე შენი ზეცა,აქ, ამ მიწაზე დარჩეს ეს სული,ჩემი დაღლილი, ცოდვილი სული,ხორცი ჩემი კი სადაც გსურს, ჩაფლე,თუნდ ხეს დაკიდე წესით კოლხურით,ოღონდაც სული შეერწყას ნათელს.სხეულმა ჩემმა – არილმა მთვარის,რომ ერთხელ მაინც გაინავარდოს,ბაგეთა შენთა სურნელით მთვრალი,აღარ დატოვებს მიწას არასდროს.7.დაღლილი ქარის ხმაურს რომ ვისმენ,ეს შენ მეძახდი, მიხმობდი გუშინ;მზესუმზირა რომ იღერებს კისერს,ეს შენი ყელი მზეობდა გუშინ;განთიადი რომ გადიკრავს მზისფერს,ეს შენი ღაწვი ფერობდა გუშინ;ბროწეული რომ სიწითლით მიმზერს,ეს შენი მკერდი იწვოდა გუშინ;ტანი ალვის რომ იწევდა ცისკენ,ეს შენი ტანი ნათობდა გუშინ;ჩვენი ცხოვრება რა არის ისე,სიკეთის მარცვალს თუ არ ჰყარი ხნულში?!8.ის, რაიც შენგან მე დღეს მაცილებს,მხოლოდღა ციდა არის მანძილი,რომ გაუშლიათ ფრთები ნარინჯებს,გაწუწულია ცრემლით, ცვარ-წვიმით,სიტყვა, რომელიც მე მომანიჭებსმარადისობას, მზით მაქვს აცრილი.მიწას, რომელსაც მე ზედ ვაბიჯებ,შენი სხეულის არის ნაწილი.მზემ ოქროსფერი გაჰფინა ბადე,ვარ გალუმპული სხივების თქეშით,ეს ყველაფერში ჩვენა ვართ, გწამდეს,და ყველაფერი ჩვენშია, ჩვენში.სიკვდილი მუდამ სიცოცხლეს ჰბადებს,და სიცოცხლეა სიკვდილის თესლი,ვერ გამიგია, რას დარდობ ამდენს?!წამსვლელი უნდა წავიდეს, გესმის?!9.მეხსიერება სასაფლაოა,ძვირფას ხსოვნას რომკრძალვით ინახავს,მეხსიერება სევდის წყაროა,შენ კი, სიკვდილო, მითხარ, ვინა ხარ?!.ცხოვრებას ჩვენსას ასე რომ განსჯიდა ყოფას ჩვენსას ასე განაგებ?!.ჩასაფრებულხარ მარცხნივ თუ მარჯვნივდა კვნესის ჩემი ბედის ალაგე.ნუთუ არ გეყო, ეს გული ჩემისათალივით რომ ჩეხე და თალე,ნუთუ ვერ ამჩნევ ისრებით მწველითსაგულდაგულოდ დაშანთულ თვალებს?!.ქვეყანად არც მე ვარ, მწამს, ერთადერთიგანუკითხავად რომ ტანჯეს ასე,მე კი არა და თვით ქრისტე ღმერთიურცხვად, უნიჭოდ გააკრეს ჯვარზე.მეც ჯვარცმული ვარ ასგზის, ათასგზის,კარგად გაიგეთ, კარგად იცოდეთ!და ყოფნა ჩვენი იმად არა ღირს,რომ ქედს ვუხრიდეთსიკვდილ-სიცოცხლეს.10.გაუგებრობის გაგებას ველტვი,ერთად ზეიმობს შავი და თეთრი,არ ხარ არვისთვის და არ ხარ ჩემთვის,ხარ შეუცნობი ისე, ვით ღმერთი.ვზივარ და ვტირი სისხლიან ცრემლით,დევს მაგიდაზე პურის ნარჩენი,გადანისლულა მწვერვალი ვრცელი,არა, არა ჩანს გზა გადარჩენის.თეთრი პერანგით დგას იკაროსიიქ, გადარაზულ კართან სამოთხისდა ვხედავ მამულს ლაფში ამოსვრილსდა ვხედავ მამულსსისხლში ამოთხვრილს.ეს მე ვარ შენი ძეც და ასულიც,გააქვთ ლაპლაპი სისხლის სანახებსდა მზე ზეიმობს, ვით აღსასრული,ბედი მამულის არვის ანაღვლებს.ვაი, ჩემს პატრონს, ვაი, ჩემს ყოფას,რისი ქართველი?! – მიდი და ძარცვე,ნიღბის ქვეშ რატომ იღვრები ოფლად?!.წუთისოფელი შეგვრჩება არც ერთს.და ნიღბოსნებით სავსეა ქუჩა,ტყე თუ ტაფობი, ბარი თუ მთებიდა ძარცვას ჩვენსას ბოლო არ უჩანსდა ჩვენივ სისხლითვლოთობთ და ვთვრებით.`თავისუფლება~ – ვისწავლეთ სიტყვა,თავისუფლება ვინა თქვა მონის?!სულ ტყვილად ითქვა, რაიც კი ითქვა,მიტომც ზეიმობს სულში ამონი.რა მშვენიერი მითია მართლაც,ძმა ძმასთან წვება, შვილი – დედასთან,დამპყრობი რუსიჩვენს სარდალს ნათლავს,გადახდილია, რაც კი ემართა.ვერ შემიცვნია, ეს ვინ მოვიდა?!.და ზეციური ერწყმის მიწიერს,ვიღაც მოვიდა ძლიერ შორიდანდა ვარსკვლავებმა ძირს დაიწიეს,ცნობისმოყვარე ცად ვარსკვლავებმადა მეც შეუცნობს უხმოდ ვბარდებიდა უწმინდესი, ვით აღსარება,ავსებულია სივრცე ვარდებით.მწუხრის ფერია ჩემი ფიქრებიცდა მწუხრისფერი ფრთები შრიალებსდა მწუხრისფერი ირგვლივ ფიფქებიგვანან განწირულ ადამიანებს.და ვიღებ ვარდს და მივიტან გულთან,ვით სუნთქვას შენსას,თრთოლვით ირიბით,ვარდივით წმინდა, ვარდივით სუფთა,ღმერთო, შემყარე სიკვდილს პირისპირ.გაუგებრობის გაგებას ველტვი,ერთად ზეიმობს შავი და თეთრი,არ ხარ არვისთვის და არ ხარ შენთვის,ხარ შეუცნობი ისე, ვით ღმერთი.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი