პოეზია · ლირიკა
საქართველოს
ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.
ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებულისაშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწისევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწიდა ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.
მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:
უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდესშენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.