↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სირენას სიმღერა

რობაქიძე გრიგოლ

2010-08-121 წთ საკითხავი8522 ნახვა

—
ზღვა ირხევა,-ნაკეც-ნაკეც ათამაშებს ზვირთთა ნავებს,ზეგაწოლილს ჩემს მაგარ ტანს,არხევს,არწევს,აქანავებს.
მზე ტანს იბანს,-ცხელი თითით აგზნებს,მიშლის თმის დალალებს,ტალღის ნელი პეშვით მკოცნის,უხვად მაყრის სისხლის ალებს.
ვერთვი თვლემას,-ნელინელ თვალს ენისლება სიზმარეთი.აღარ მახსოვს,თუ ვინა ვარ,ზღვის ტვალი თუ მზის ნაკვეთი.
ტანს მეხვევავაჟი ვიღაც,ლაღი,შმაგი,უხვი,ვრცელი:ტკბილი ვნებით იკეცება ჩვენი ქაფის სარეცელი.
თვალს ავახელ,-ეს რა არის?!თითქო გვერდით არვინ სჩანდეს!და ვით შეშლილს მეწყურება დაბრუნება იმა ლანდის.
ტალღა ტალღისშლის ნატერფალს,ზვირთნი ჰქმნიან ახალ ნავებს,და ხალალასი ზღვა მარადის ჩემს თანს ზანტად აქანავებს.
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი