↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უსამართლობა

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6572 ნახვა

—
გაზაფხულს ხეთა ჯარიც თან ახლდა,ტყეს სად ჩააცვა მწვანე წვრილთვალა?!ხედავ, ბუნება ისევ განახლდა,მთა-ბარმა ფერი ისევ იცვალა!
იქუხა ცამ და ღელე ღრიალითმოვარდა ყალყზე შემდგარ ზვირთებით;ცეცხლის გამჩენი, ნაკვერცხლიანი,ატმის ტოტებზე დასკდნენ კვირტები.
ისევ გალობად დასხდნენ ფრთოსნები,ყაყაჩოს შავი შვენის ხალები;ყველას დაუდგა ჟამი ოცნების,განახლების და ფერისცვალების.
შენც სიჭაბუკე უკანვე იხმე,მაგრამ ვაი, რომ დრო სჯის სხვაგვარად;არ დაბრუნდება განვლილი სიყრმე,არ გაშავდება შენი ჭაღარა...
ცეცხლი სისხლს აღარ აახმიანებსდა ნანობ როცა ასაკში შეხველ,რომ გაზაფხული ადამიანებსცხოვრების გზაზე ეკუთვნის ერთხელ...
იმ ერთისთვისაც უფალს მადლობა, _განვლილზე აღარ გვმართებს გოდება...და მაინც არის უსამართლობა,რომ სიყმაწვილე არ მეორდება.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი