↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი ლოცვის ახალ მხედართ

რობაქიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი8525 ნახვა

—
ვ. გაფრინდაშვილს, პ. იაშვილს, ტ.ტაბიძეს, გ. ტაბიძეს
უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისადამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.
ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.
უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –
ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი