პოეზია · ლირიკა
ტიციან ტაბიძეს
შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები.ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას.ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები:ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს.
ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები:ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს.წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლებისიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს.
ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსიშენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას,როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, -
ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარსარ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან:რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია.