↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველად

ხორნაული ვაჟა

2019-07-121 წთ საკითხავი4707 ნახვა

—
მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,იქუფრებიან თვალები ნისლით.თუ გავამსხვრიე განგების ღობე,პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,პირველად დედას დავუკრეფ იებს.დედის მანდილში აპრილი გალობს,ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.თუ უკვდავების ვიპოვე წყარო,პირველად დედას მოვუტან პეშვით.ნანინას ნამი აკვნაზე ელავს,როგორც კვირტებზე ღიმილი ფესვთა.თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,პირველად დედას ავიყვან მზესთან.
ხორნაული ვაჟა

ხორნაული ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი