↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერდა და წერდა

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24055 ნახვა

—
თავაუღებლად წერდა და წერდათითქოს რაღაცის მოსწრება სურდადა უკვე აღარ მიჰქონდა გულთანგარესამყაროს მეხი და ელდა.
ვით დამალული სენი და სევდა.ტანჯავდა რაღაც და აჩქარებდა.ჩრდილი ძაღლივით იწვა კარებთან,ის კი ჯიუტად წერდა და წერდა.
და როგორც მტვერი გარდასულ წელთა,ეფინებოდა ნაწერი ოთახს.გარეთ ციოდა და ქარი ქროდა.ის კი ჯიუტად წერდა და წერდა.1968წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი