↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შერიგება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ალბათ ღამით ყინვა მინებსმოსდებია, როგორც ლილა,ხედავ, არე-მიდამოზეთეთრი თოვლი დაწოლილა!თითქო ზეცაც არ იცინის,მოწყენილა, მოღუშულა,ხეებს გუნდად დასწოლიაფიფქი თოვლი - ბამბის ქულა.ზულეიმა, ჩემო კარგო,ახლო მოდი, ყური მიგდე:მინდა ბრძოლა გავათავო,მინდა ჩემს ბედს შევურიგდე!დავივიწყო, ვინც რომ გუშინუმიზეზოდ მაწყენინა -და არასდროს არ დავტოვომოღუშული ჩემი ბინა.შევეჩვევი ზამთრის დღეებს,დარჩი ჩემთან, ყური მიგდე,მინდა ყველა დავივიწყო,მინდა ჩემს ბედს შევურიგდე!
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი