პოეზია · ლირიკა
ქართლს
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ქართლო, დარდების ამშლელო,გულ-მაგარ ძეთა მხარეო!რო გნახე, გული აძგერდა,ფიქრი მეწვია მწარეო.არა ვსთქვა ისა სჯობია,გულშივე დარჩეს ბარეო.დავჯე, დავიწყე ტირილი,ცხარე ცრემლები ვღვარეო.ათას დარდებში გამხვიე,ლამაზო არე-მარეო!..ტირილით რაღას ვუშველი,ფიალაც გამოვცალეო.შენგან აღძრულსა ფიქრებსავეთაყვან-ვენაცვალეო.გაღმით რომ გორიჯვარია,საოცნებოა რამეო.გორის თავს გალავანია,დიდს მთის კლდეს შევადარეო;ბევრი უნახავს ვაება,ცრემლი და ომი ცხარეო;რა დამავიწყებს იმ წამსა,როს დაჰნათოის მთვარეო!ეამბნა ჩემთვის რაცა მკლავს,ლიახვსაც ვემუდარეო,მტკვართან აქვს მტკიცე კავშირი,ურყევი, დაუმცდარეო;მათ ზიარი აქვთ სიცოცხლეერთი-სხვის გასახარეო.რა ვნახე იმათ ძმობაი,ცრემლები გადმოვღვარეო.ტირილით ვეღარ ავავსებ,ფიალა გამოვცალეო.შენგან აღძრულსა ფიქრებსავეთაყვან-ვენაცვალეო!