პოეზია · ლირიკა
ქეიფი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
დამისხი, დამალევინე,ე ღვინო ოხერ-ტიალი,ეგება წაღმა ვიფიქროსოფლის უკუღმა ტრიალი!ეგება გულის ვარამიჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,თვალთწინ დამიდგეს ლამაზი,ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,გადავერიო ზღვაშია.თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს,სიკვდილი მიჯობს ცდაშია.ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,რაც არ უჯდება ჭკვაშია!