↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვნახე ლამაზი

განდეგილი (დომინიკა ერისთავი)

2011-04-132 წთ საკითხავი1112 ნახვა

—
ვნახე ლამაზი,ნარნარი, ნაზი,სარეცელს მწოლი ტურფად ჰშვენოდა;წამწამთა ჯარნი,ვით მოისარნი,თვალთა გარემოს გარდაჰფენოდა;ლალისა ბაგით,მნახველთ დამდაგით,მძინარე ოდნავ იღიმებოდადა მუნით კბილთა,ალმასებრ თლილთა,ციმციმ-კაშკაში გამოჰკრთებოდა.ღაწვთა ელფერი, ვითა ეთერი,თრთოდა, ცელქობდა, ციალდებოდადა მთავარის შუქი,როგორც ჭაბუკი,მარმარას მკერდსა ზედ აკვდებოდა...ბროლისა მკლავნი,ტრფიალთა მკლავნი,თხემ ქვეშ დაეწყო, ვითა მარტვილსა,და კენარ ტანი,გულის წამტანიასხივოსნებდა სარეცელს ლბილსა.საკინძე გახსნილს,მას, გაბაონს ზრდილს,არა-რა ჰქონდა ამ ქვეყნიური,მისს მშვენებასთან,ელვარებასთან,უკუნად სჩანდა მნათი ციური...ვნახე და გულმა,მისგან დაგულმა,შესწყვიტა ძგერა, დაჰკარგა ძალა,მიმეღო ცნობა,გამეფდა გრძნობა.რაკი იგემა ტრფობის სამსალა!..პირქვე დავეცი,თაყვანი ვეცი,ვითა საესავს ზენათ-ზენასა,მსურდა სიტყვის თქმა,მაგრამ გამოთქმააღარ შეეძლო უძლურს ენასა!..არა, არ ვტირი...
არა, არ ვსტირი _ ცრემლებისულით მდაბალთა წესია _არ ვსტირი, თუმცა მწარე ხვედრსსაჩემოდ დაუკვესია.
ქედს არ მოვუდრეკ შავ-ბედსა,რაკი მტრად შემომესია,მებრძოლოს, რადგან საჩემოდმახვილი გაულესია!
არც ვილხენ! გული სალხენადარა მაქვს აძგერებული:შუა გადმიტყდა ჩანგური,სატრფოსთვის აჟღერებული.
მტერმა მომტაცა კეკლუცი,მორცხვი და მოკრძალებული,გულით წრფელი და სულით-კი _ზეცამდე ამაღლებული.
იმედმა ზურგი მიჩვენა,უკუღმა დამატრიალა,ცრემლ-სისხლის ჟანგმა შესწყვიტასიმთა ხმა, ნაზად წკრიალა.

განდეგილი (დომინიკა ერისთავი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი