პოეზია · ლირიკა
ევა
კლდისა ნაპრალზე ობლად მდგომარე,მშიერ-მწყურვალი, დასუსტებული,მსხვერპლი უვიცთა უსამართლობის,განაკიდარი, მოძულებული,ღრმა ფიქრში იყო... ხან ცას უმზერდა,ხან დაჰყურებდა აგორებულ ზღვას,თითქო ელოდა საშინელს რამეს:წყლისაგან შთანთქმას, განგების რისხვას.ზღვა აბობოქრდა, ზეცამ დასჭექა,კიდითი კიდემ დაიწყო რყევა,მაგრამ ადამის გვერდის ნამტვრევიამაყად იდგა სამსხვერპლოდ _ ევა!არ ეშინოდა არც ცის, არც ქვეყნის,ქედს არ უხრიდა უძლეველს ძალას,რადგან ეძებდა მკურნალ მალამოს,აღარც უფრთხოდა ნაღველ-სამსალას.აჰა, დაწყნარდა ზღვა გულ მქუხარე,ცამ გადიწმინდა შავი ღრუბელი,გამოჩნდა სხივი... და სიხარულითმისკენ ააპყრო ევამაც ხელი!