პოეზია · ლირიკა
კაი ყმის ხელით ვკვდებოდი
ლომისით ბინდი ჩამოდის,ლეშზე ხარობენ აფთრები,არ ჩამოჰყვები ბნელ ღამეს,მალვით არ ჩამისაფრდები.და როცა მუხრანის ველზემთვარე შავ ჩრდილებს დამაყრის,გულდაგულ გადამიდგებიმოყმე პირბადრი, ამაყი.ორნივ ლაღნი და უკადრნისახელით, ციხე-ქავითა,ცა წითდა ჩემი ფრანგულით,შენ დამასწარი წამითა.მთვარე გორს უკან ჩავიდა,მეც ვილეოდი, ვდნებოდი,გულს მაინც მადგა ნათელი _კაი ყმის ხელით ვკვდებოდი.და ბოლო ამოქშენამდისული გათენდა, ამზევდა,ავიწიე და... გაკოცეჩემგან გაჩეხილ მხარზედა.