↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამართალი მიყავ

საიათნოვა

2011-04-131 წთ საკითხავი1555 ნახვა

—
სამართალი მიყავ, ხელმწიფე ხარო,მთელი საქართველოს გულისა ხარო!ზოგი მეუბნება: შენ მაჩა ხარო...ზოგიც უმატებს: მყრალი ჭა ხარო!შეგიძლიან გამიწყრე თუ მახარო!არ მყავს მეუღლე, არცა მძახალი,მე გლეხი ვარ მიწაზე დასახალი!მეჯლისს ზმა მოუნდა ახალახალი...ვის წინაც გავცარე გულის ხახალი,ყველამ მითხრა: ურგებელი მთა ხარო!ხელმწიფეს ვეახელ უცხოდ მორთული,საზი ხელთ მეჭირა მე გამართული!მათასავით დამაბრუნეს დართული!..ნეტამც არ შემეტყო მე ის ქართული! -წადი, ჭუჭყიანი ხალიჩა ხარო!..ნათქვამია: ერთხელ მთა მთას ეცემა,ღვთის ნებაა წყალობისა გაცემა!შენის ხელით იყოს ჩემი გაცემა...ნეტა არ გაგეგდე, კარგად გეცემა, -ჩემი სულიერი დედმამა ხარო!თუ გინდ დამიმტვრიონ წიბო-გვერდები, -ცოცხალი თავით ვერ მოგშორდები!თუ მტკვარი ვერ მომსპობს - ზღვას ჩავარდები...ენით მოიმატე შენი დარდები -საიათნოვავ, ნაღველისთვინ მზა ხარო!

საიათნოვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი