პოეზია · ლირიკა
*** "აკრეფილი თმა ვნებას იოკებს"
აკრეფილი თმა ვნებას იოკებს,თმათა მსუბუქი მოსართავებით.შენ გაგახელებს კაბის სიმოკლედა რძენასვამი მუხლისთავებიწაგართმევს მშვიდი კაცის ჰაბიტუსს, _რომელიც თურმე ყალბი ყოფილა...და დიაცებზე ვითომ გაბუტულსდა დიაცთაგან უკმაყოფილოსევა ლოყაზე შეგახებს ლოყასდა მორჩილივით გაგეტრუნება...და როგორც ზღაპრის მითიურ მოყმესგამოგიკეთებს წამხდარ გუნებასქალი, რომელიც ნეკნით გაიგე,რომელსაც შენი ჰქვია ტარიგი;ქალი, რომელიც ჭკუას გარიგებსსიყვარულის და ვნების განრიგით...და აწეწილი თმების წიოკიდა აწყვეტილი სულის თარეშიუმისამართო გრძნობებს გილოკავს,რო ვეღარ გაძლო ევას გარეშე...და ვიდრე ვნება კაბას იმოკლებსდა ვიდრე ქალის ვნება ძალადობს,აგიყოლიებს სულის წიოკი,რო მოთმინებას ტაბუ დაადო...რო წარსულიდან რაც უნდა მოყვე,არა ღირს წყენის დამახსოვრება,ევა ლოყაზე გაფარებს ლოყასდა ძველებურად მიდის ცხოვრება.