პოეზია · ლირიკა
*** "ნუ გეშინია"
ნუ გეშინია,შენც ისწავლი ორი ხელით პირის დაბანას,გადაივარცხნი აბეზარ ქოჩორს,შენც გაგიჩნდება დიდობაში სახათაბალო,სატრაბახო და საყოყოჩო...ნუ Gგეშინია, ჯერ ადრეა გათვლა იმისა,თვინიერი თუ ყოჩი იქნება,დიდობაც მოვა, ძირ-ღვიძილიც გადაივლის დავიდრე გზა-შარას გამოიგნებდე _რამდენჯერ უნდა გაგაწბილოს თავნება გოგომ,რამდენჯერ უნდა შეგარცხვინონ ქუჩის ბიჭებმა...დაგჩაგრავს ვინმე, ხელაღებით გაგკილავს ზოგი, _ვიდრე დიდობას მოგანიჭებდნენ.ხოლო მანამდე: დაატოლე ბავშვობა სინდისს,ცოტაღა დაგრჩა, კაცურად რომ გადმოაბიჯო,ნუ დაიჩოქებ, ნუ იდარდებ, არ შეგეშინდეს,არ შეგეშინდეს,შენი ჯერიც დადგება, ბიჭო!