პოეზია · ლირიკა
ცხენი
ეთხოვებოდა თავის საუფლოსცა ამღვრეული და სასიცივე.მე გამოშიგნულ ცხენთან ვსაუბრობ,გამიცინა და არ გავუცინე.
მგლებს წაუღიათ მისი სიცოცხლემწარე ღიმილით დახუჭა თვალი.ცხენო, ნეტავი ახლაც ვიცოდე,სად გქონდა მაშინ სიცილის თავი!
შემომეჩვია შენი თვალებიიმ უდაბური წუხილის შემდეგდა მეჩვენება, აკანკალებითმუხლჩაუხრელი დღეები შედგნენ.
მე ვნახე ცხენის შემკრთალი სახე,ზედ მიჰყინვოდა ცრემლი მწუხარე.რა უცნაური ღიმილი ვნახედა ვამართლებდი სიზმარს წუხანდელს.