პოეზია · ლირიკა
სიზმარი
შენ აიტაცე ჩემი სიზმარი,გაბრუებული ხეთა რტოებით.სანამ დევებთან ომებს ვიზამდიდა მივდიოდი განმარტოებით.
შენ ოთახიდან მიგაქვს ზმანება,გამოამსხვრია სისხლმა ძარღვებიდა მომახეთქა ქარის ზარებმაშემოტევები გულისწამღები.
ამ ოთახიდან სულის გნიასიმისდევს ქარების მტარვალ დინებასდა ჩემი სიზმრის ღამეულ გზაზეთარეშის ხვედრი მეცოდინება.
მალე ფეხებში გამიძვრა ქარისუკანასკნელი მკაცრი აკორდი,და ღამე გახდა ისეთი მკვდარი,ბნელი თუ იყო ვერ შეატყობდი.
აქ შეუტია სულმა შავ დევებს,ღამის გამჭრელებს ეშვთა ტრიალით...და რომ გავუშვა, ვინ მომიტევებს,ჯოგი უდაბნოს ოხერტიალი.
მრისხანებს მკლავი, ბორგავს ჰაერიდა კვლავ იწყება ქარი კაცური.ღრმა ხეობებში მირახრახებენდევთა თავები ტკაცუნტკაცუნით.
ამ ოთახიდან გასხლეტილ სიზმარსთან წავუღივარ გაფერმკრთალებით.ვნახოთ, დევებთან ომი რას მიზამს,თუ გამიძლებენ მათი თვალები.
აქ ირეკლება ცისფერი სისხლიგამოდენილი ჩემი სიზმრიდან,მე ოთახიდან სიზმრებს ვერ ვისვრი,დევი ამ ოთახს სადღაც ისვრიდა.
მე დაზავების ომი არ მიყვარს,ბრძოლაა მდუღარ ბოღმის და ჯავრისან ეს სიზმარი მეფედ წამიყვანს,ანდა დევების ჯოგი დამჯაბნის.
/ჰეი, დევებო! გადით ღამიდან.მე ვარ სიცოცხლე ხეთა რტოებით;და თუ შემხვდებით სიზმრად თავიდან,ომი გვექნება განმარტოებით.
ნაალაფარი მოვალ ომიდან,Qშენს წინ დავაწყობ თავებს დევების,AAAAAიტყვი, რა მშვიდი ღამე მოვიდაგანმარტოების და მიტევების.
მერე ამ გულში გაივლის ქარისუკანასკნელი მკაცრი აკორდი;და შენ იქნები ფოთლებზე მდგარი,როგორც მიყვარდი, როგორც გამკობდი...
შენ აიტაცე ჩემი სიზმარი,გაბრუებული ხეთა რტოებით,ასე მიდიან დიად მიზნამდი,ასე რჩებიან განმარტოებით.