↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწვანე სურათი

ხოფერია გია

2026-07-181 წთ საკითხავი3934 ნახვა

—
გამთენიისას ქარმა იცის ნერვების მოშლადა ნაბიჭვრების მილეული სახე ყვითლდება.შენ დაგაბერა უმწიფარი ცრემლების როშმადა მზე ჩამქრალი გგონია, რომ ვერ აინთება.
მიგორაობენ კამათლები ირიბდარიბადდა მე ვგიჟდები ჩამოხრჩობის დარდით სნეული.ნუთუ ქვეყანა ერთხელ მაინც პირს ვერ დაიბანს -მწვანემ შეხედოს, რაც ყალბია და იჭვნეული.
ოი, ცოცხლების სასაფლაო - გველის პერანგი!თავმოკვეთილი გაზაფხული - სარჩო მატლების.ვერ გააღწია ამ ჯუნგლებში ქვეყნად ვერავინ...არარაობას ხმელ ჯოხივით შემოატყდები.
ეს - ხეიბრებით გატენილი ქუჩა ზანზარებს,მდედრი თოჯინა დამპალ თოვლზე წაიბილწება.ვარ თანამგზავრი, ასაფრენად არვინ მამზადებს,პირველყოფილი გაზაფხული აღარ იწყება.
ცალყბად მიყურებს გამთენიის ქარი პირუტყვიდა მიაქანებს ტანსაცმელში ჩამალულ ჩონჩხებს.პატიოსანი დროა, ძმაო, თორემ ვინ უწყის,ბოროტი უფრო შეწეოდა ჩვენნაირ ცოცხლებს.
ვხატავ ნატურმორტს და ვიგონებ სელ სხვა სიმწვანეს,იქნებ როგორმე გამოირღვეს გველის პერანგი.გამთენიისას საჭიროა იყოს სიწყნარე,რომ ვერ ხედავდეს სასაფლაოს ქვეყნად ვერავინ.

ხოფერია გია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი