პოეზია · ლირიკა
მოჩვენებანი ღამით
დგას ნახატივით ვიღაც უცნობი,სატევარივით იქნევს ყავარჯენს.ჩევი სხეული ხდება უგრძნობი,ამოიკივლებს და მიალაჯებს.
ხმას ვერ იღებენ შიშით ხეები,დამსგავსებიან ტაძარს ხავსიანს,ვხედავ, არ ჩანან შემოტევებიდა ვეგუები წამხდარ ხასიათს.
გაბნეულია ქვებად სიცოცხლე,დამსდევს ნახატი მკაცრი უცნობის,არის სივრცეში რაღაც სიმორცხვეყრუ ტკივილების და შეუძლობის.
ზამთრის ღამეა და ვერ გაატანსალბათ დილამდე ჩემი სიგიჟე.ვიღაცა ეძებს ახლა სამართალსდა სხვის მოტეხილ ფეხებს იბიჯგებს.
ვიცი, რომ ახლა არა მაქვს კარგადთავი წყეული და სავალალო,ბრუნავს სამყარო და წნევას ვკარგავდა ჩემს თვალებში დგება საღამო.
დალაპარაკობს ქვების სიცოცხლე,დამსდევს ნახატი მკაცრი უცნობის.არის სივრცეში რაღაც სიმორცხვეყრუ ტკივილების და შეუძლობის.