↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მონატრება

ხოფერია გია

2026-07-181 წთ საკითხავი3933 ნახვა

—
იქნებ იყავი ქარში ტირიფი,დარდის ჩამოღვრა ცრემლად გენება,რომ მოდიოდი გზაზე ტირილითდა თმა გაგშლოდა გრძნეულ გველებად.
ასე უყვარდი ჩემს თვალებს მაშინ,როს ამშვენებდი ცისფერ მონასტერს.შენ გაიელვებ ქარების ხმაშიდა ჩემთან მოსვლას ვერვინ მოგასწრებს.
დრო ამ ვედრებას ყურად არ იღებს,ჩვენს შორის ელავს მკრთალი ბილიკი.ვალაპარაკებ წარსულ თარიღებსშენი მოლურჟო სახის მიმიკით.
და მე გიჟივით წამარტყამს ნერვი,ვეღარ ვიცილებ წარსულის ბრჭყალებს.და როგორც ბავშვი დასვრილი მელნით,გავეპარები დამცინავ თვალებს.
ისევ შორიდან მოცოცავს ლანდი,სუროს კედლებზე მოდის კივილად.ჩემთან მოსვლამდი როგორ გაწვალდი,როგორ დაგადნო ძველმა ტკივილმა!
გადმოვალ წლების მთათა კალთებზე,მომეგებება ძველი მიწები.შენს ამტირებელს დავსვამ შანთებზეან უსახელოდ წავიბილწები.
და ავიცილებ ნიღაბს ღალატის,მშვიდად მოვკვდები ცივ წყაროს ახლოს,სად შემოგძარცვეს ჭრელი ხალათი,სად შენი დარდი ჩონჩხებში სახლობს...
იქნებ იყავი ქარში ტირიფი,დარდის ჩამოღვრა ცრემლად გენება.რომ მოდიოდი გზაზე ტირილითდა თმა გაგშლოდა გრძნეულ გველებად.

ხოფერია გია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი