პოეზია · ლირიკა
ბედნიერება
ჭაში ვისროლე, ჭყურტი რომ სჭირს მუდამ, ბადია,უკანასკნელად ჩაყვინთა და ავკრიფე ჯაჭვი,ვარ ფრინველივით! ამ წყლის გარდა დღეს მაბადიაცის ანაჭერი და დიდძალი ხასხასა ყაჭი.შემოვიღერებ ამ ბღენძ კოკას შეჩვეულ მხარზედა ნაკვესივით გადაცვივა აქა-იქ ღვარი,თითქოს ვიღაცამ მომაგება მზერა ლამაზი,შევდგები წამით და ვუღიმი ოთხივე მხარეს...ჩვიდმეტი წლის ვარ, მემჩატება ქვეყანა მხარზედა ქვეყანაზე არ არსებობს ჩემი ბადალი,მაცოფებს კარი, ჩაკეტილი შიგნიდან რაზითდა მთვარე გდია გზაზე, როგორც მგზავრის სანდალი.