პოეზია · ლირიკა
აისი
თენდება. თითქო უხილავს მირჩაბორცვებზე სუსტი შუქი იელის...ჩემი ქალაქი — კრაზანის ფიჭა, —ვაგლახად ფშუტე და ცარიელი,
იღვიძებს მძიმედ, მთვლემარე მთიდან(ვით მადათოვის ერთხელ კუნძული!),თითქო გამქრალა სავანე წმინდადა მგლოვიარე ქალი უძლური...
თვალსაწიერთან გაკრთება წამითშორი მწვერვალის თეთრი საყელო...ისე მარტო ვარ, ვით მორგში გვამი —უჭირისუფლო და უსახელო.