↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რუდაქი იტყვის

ლებანიძე მურმან

2014-11-121 წთ საკითხავი10110 ნახვა

—
პოეტზე იტყვის;-ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის,რუდაქი იტყვის,სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის;შორიდან სალმითშენს ხელმწიფეს დასდევი ფასი -კაცია ისიც -მაგრამ მაინც ქვეითად გასწი.
არ შეგეშალოს,არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი, -არამც და არამცარ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!
ვთქვათ, გაწყრა ღმერთი,ქარაშოტმა დაბერა ავმა.მიემსხვრა მეჩეჩს,ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა,იტყვიან ერთნი:„აეკიდა ხელმწიფეს გზაში,ვერ უვაზირა -ვაზირობა იცოდა ნავსი!“იტყვიან სხვანი:„უყვარდაო ლიქნი და ტაში!“შენ დაგბრალდება _ჩავარდები დუნიის ყბაში...
არ შეგეშალოს,არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _არამც და არამცარ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!
ხოლო თუ დაცხრა,ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს,ნავმა მშვიდობითმიაღწია დიდების ყურეს,დიდებას დიადს,არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,ხელმწიფის ჩრდილშიმოგიხდება დადგომა პოეტს...კვარცხლბეკზე მდგარიცდა ქარიშხლით წყალწაღებულიც -ასეც და ისეცხალხის თვალში ხარ წაგებული!მაშ გასწი ფეხით!პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!სვი ხალხის ღვინო -ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი!..
არ შეგეშალოს,არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _არამც და არამცარ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი