↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "არ მინდა"

ორჯონიკიძე იზა

2022-06-121 წთ საკითხავი4646 ნახვა

—
არ მინდა რამე გავიგონო დღეს სამწუხარო,მოწმენდილია, თვალნათელი, დილა უქარო...გამოჩნდა ისევ დამარხული ცაში მწვერვალი,არც მოიხედავს, ისე წავა წელს თებერვალი.წკარუნობს თუმცა ჩუმი ყინვის სადღაც ლითონი,არ წამოსცდება მზეს მომავალს სიტყვა ლიტონი...დანატრებულის, დანასიზმრის და შემდგომ ყოვლის,უძვირფასესო, ჩემს თვალებში იცინის თოვლი...და თუ ამ თოვლქვეშ ფეთქავს ჩვილი გული ენძელის,ვის რა ხელი აქვს ცხოვრებასთან, – მე რომ შევძელი?!

ორჯონიკიძე იზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი