პოეზია · ლირიკა
* * * ნუ დამპირდები
ნუ დამპირდები,ნუ,ნურაფერს ნუ დამპირდები,ჰგავს საჩხაკუნოს,აკვნებზე შებმულს,ვაშლის კვირტები.ეს გაზაფხულიც,გაპუწული,ყვითელქოჩორა,დღეს ჩემი სულის ასაწეწადმიწამ მოჭორა.მიწამ მოჭორათეთრი მტრედი,ზეცის ნაღები,დღემოკლე ჩრდილიც,ეფარვიან რომელს გლახები,გულისა ცემითდა შარაგზად გაბეზრებულიმეოცნებენი,მელექსენი -გიჟთა კრებული!ყველა,ვისაც კიქარიანი ცეცხლი ეკიდა.მე ვწყევლი,ვწყევლივინც სიყვარულსმიმცა შეგირდად...გესმის გრიალი?გული გასკდა,განა კვირტები!ნუ დამპირდები!ნუ დამპირდები,ნუ, გაზაფხულს ნუ დამპირდები...