პოეზია · ლირიკა
ხვალ პირიქით
დღეს ადრე ვწვები.ხვალინდელ დღეზეხვალემ და შენ ერთად იზრუნეთ.დამირეცხე საცვლები,ღამის პერანგები.დამიუთოვე კაბები,ჩემოდანში ჩამიწყე ფრთხილად.გასატეხი სადმე შუაში,დასაჭმუჭნი - დადე ზევიდან.გამომიცხვე ღვეზელი,ყავა დაფქვი,მომიდუღე, როცა ავდგები.წაიკითხე დილის ლოცვები,მერე - ლოცვა მგზავრებისთვის,კარში გასულს, ცოტა ხანი კიდევ მიყურე...
ახლა დავწვები,ხვალინდელი დღე შენზე არის.როცა საბოლოოდ მიდიან, კაცები აცილებენ.