პოეზია · ლირიკა
* * * როდესმე დამთავრდება ხეტიალი
როდესმე დამთავრდება ხეტიალივინ იცის, დაღლილზე გაგიხარდეს.ან ხრამში ბოლო მოგეღება,ან ზვავი შეგინახავს აპრილამდე.
არავის დააკლდება არაფერი,არც მზე დაგაკლდება დილდილობით.ეგ არის, ვერ გაიგებ ვერასოდეს,მივდიოდი თუ მოვდიოდი.