პოეზია · ლირიკა
სიმონ ჩიქოვანის გახსენება
აშრიალდა შემოდგომის შხაპუნა,შინ ვწევარ და მენატრება წვიმაშიახლა სადმე სოფლად, მამა-პაპურადვიდგე სანთლით ღვთისმშობელის წინაშე,აღარც ჩოქვით, აღარც რამე მუდარით,აღარც ველით-ცეცხლით გადატრუსულით,როგორც სკიდან წამოყრილი ფუტკარიმაბრუებდეს ქართულ სიტყვის ზუზუნი.ვესამძიმრო ბალახს უღვთოდ მოცელილს,პანაშვიდზე მაინც ვიყო პირველი...ახლა სადმე... მე-ცოდვილი მლოცველიძე ცდომილის შენ საოხად მწირველი.ჯერ მოიცა, ჯერ სიცოცხლეს ვჭირდები,სიკვდილს ბარე სამჯერ გამოვედავე...(ნეტავ სიზმარს თუ ხედავენ ჩიტები,თუ ხედავენ, როგორ სიზმრებს ხედავენ...).აშრიალდა შემოდგომის შხაპუნა,შინ ვწევარ და მენატრება წვიმაშიახლა სადმე, სოფლად, მამა-პაპურადერთად ვიდგეთ ღვტისმსჰობლის წინაშე.