პოეზია · ლირიკა
ციკლიდან «უარყოფა» (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
ადამიანი, ვისაც ელი
ბავშვმა მამის სიკვდილი ვერ დაიჯერა,რაკიღა ჯერ კიდევ არ იცოდა,რა არის სიკვდილი.გოდება სახლში,დედის ქვითინიჯერ კიდევ არ ნიშნავდა მამის სიკვდილს,სულაც პირიქით,ცნობისწადილს უღვიძებდნენმათთან, სახლში მოსული სტუმრებიდა ქიშმიშიანი ფლავი, ხორციანი...
ლამისაა მოლოდინმა წალეკოს ბავშვი:დღესაც გვიან დაბრუნდა მამა სამსახურიდან,მან ცრემლებით ამოავსო მამის არყოფნა,ის კი ისევ არ მოვიდა მეორე დღესაც,არც მესამე დღეს...ბავშვი მაინც ჯიუტად უცდის...
და მგონი, დღეთა სვლასთან ერთადბავშვმა გაიგორაა სიკვდილი,ამის შემდგ იგი იტყვის, რომ სიკვდილია,როდესაც ვინმეს ელოდები, ის კი არ მოდის...1994
თევზი
ღამე გადისთევზს კი თავის აკვარიუმშითვალზე რული არ ეკიდება.
ფიქრები რომ არ მოუღავდნენღამის ნათურის მკრთალ სინათლეზე,სული გაკმინდა.
არავინ არის მასზე უფრო მიამიტი:იმედი აქვს, რომერთ მშვენიერ დღესზღვას შეერწყმება.