პოეზია · ლირიკა
ციკლიდან «საგნები» (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
კასრი დაბერდა დაღვინის ნაცვლად, წყლით ამოავსეს,ის კი იცინის,ჩაჟანგებული კბილების კრეჭვით:როგორც ჩანს, ჯერაც თავში უდუღსუკვე ჩავლილ დღეთა ბახუსი...ჩუსტებიმოყვარული ცოლ-ქმარივითყველგან მუდამ ერთად დადიან,ჭორაობენ და ერთმანეთს დაჰკანკალებენ,ღმერთმა ნუ ქნას, და თუ ერთ-ერთს პირი მოერღვა,მეორესაც მყის თავიდან მოიცილებენ,სწორედ ამიტომ ჩუსტები ერთურთს სულში იძვრენენდა ერთმანეთი არასოდეს არა ბეზრდებათ...წიგნითავში აზრადაც არავის მოსვლია,გამოეცვალაამდენხანს კარადის ქვეშ წონასწორობისთვის შეჩურთული -მწერლის პირველი წიგნის სერიითგამოცემული ლექსთა კრებული.
გუბურებიერთი შეხედე:ეს ჭუჭყიანი გუბურებიც კიმზეს ირეკლავენ.
ბილიკისოფლის ფართო გზათა ბოლოსქალაქებია,ბილიკების დასასრულს კიუსასრულობა.ნათურადაბინდებისთანავეშუქს ვანთებთ.სიბნელეს კი ასე სასტიკად რატომ ვექცევით,ეგებ იგიჩვენთან თავისი ამბის მოსაყოლადიყო მოსული.ღილინატიფი ღილი ტროტუარზეოთხი თვალით უმზერს გამვლელებს;წლებიც გავიდეს,მაინც იცნობს საკუთარ პატრონს...
ყუთიხელი არ დაგემორჩილება,აიღო და ნაგვად აქციოეს შოკოლადის მშვენიერი მუყაოს ყუთი.ერთი-ორი დღე კიდევ მაინც უნდა გავიდეს,რომ შეეგუო მის უაზრო სიცარიელეს.
სახლისულს ღაფავენკრამიტისსახურავიანისოფლური სახლები.ერთ მშვენიერ დღეს სამყაროშიეს რკინა-ბეტონის ცათამბჯენებიგამეფდებიან,რომელთაც არ ესმით, რა არის პოეზია.
ხალიჩახალიჩა - თვითმფრინავიდიასახლისს ეზოს შუა გაბმულ თოკზე დაუკიდიადა უმოწყალოდ ფერთხავს, ფერთხავს დაუბაგუნებს,რათა მეტად ოცნებებით აღარ გაბრუვდეს.