პოეზია · ლირიკა
სახრჩობელაზე
როგორ გაუძლოს გულმა დილამდემგლოვარ გუგებში მომწყვდეულ სივრცეს,ღიმილი-გუშინ რომ მიწილადე,ხვალ შეიძლება მარყუჟად იქცეს.
ყოველი დღე რომ იმედებს გაცლის,გულო, შენ კიდევ კარგად ხარ, გულო,რაა სურვილი?-დაცლილი ყანწი,ერთი ბედითი საწუთროს ულო.
ერთგულებაზე ნუ ფიქრობ აწი,ლექსს უშენოდაც მრავალი დაწერს...სახრჩობელაზე ჰკიდია კაციდა სასაცილოდ არ ჰყოფნით კაცებს.