პოეზია · ლირიკა
ტიციან ტაბიძეს
ვერ დავიურვე რაში რითმების,ვერც მგლოვიარე თაიგულები,მე იმ პოეტთა ჯარში ვითვლები,ცა რომ თავისად დაიგუნებეს.სული საოხრად ვანდე ავაზებსდა არც რა დამრჩა გასახარები,ხან ყაჩაღები მკლავდნენ არაგვზეხანაც მესხეთის ნასახლარები.ხან-მამაუფალს ვერ მივეხათრე,ვერ შევეჩვიე ნადირულ ძუნძულს,ხან-ქრისტე ღმერთის ძუძუს ვეხატე,ხან-ამორძალებს ვაჭრიდი ძუძუს,ხან-დამაკვირდი რა ხმაზე ვმღერი,სად ალანთულა მგოსნის ოცნება,“ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,ტუჩმიუდებლად, რომ იკოცნება”.ხან-თუმცა, ამდენ “ხანს” და თარიღებსვინ დაალაგებს ჟამის თაროზე,ამიღეს, ლექსად ჩამომარიგესდა სამუდამოდ გაიტაროსეს.მარადისობის თიხად მოზელილსგული ყოველთვის მამულს აქებდა,თუმცა მიმაბეს, როგორც მოზვერი,ჩემივ დღეების ნამუშაკევთან.თუმცა...რად მინდა ამდენი “თუმცა”,აღარც ჩოქი და აღარც მუდარა,მე იმ დღეების ევანგელს ვფურცლავ,დრომ ხანჯალი რომ გამოუტარა.დამისხი, წუთის ჟრჟოლვად მოვედი,შენც სანუგეშო ერთი დღით მოდი,ყველამ იცოდა, რომ ვარ პოეტი,“დაუმატებენ, რომ მე ვარ ლოთი”.