პოეზია · ლირიკა
* * * სიყვარული ხანდახან ასეთიც არის
სიყვარული ხანდახან ასეთიც არის,ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს.დილით გამოაღებ არაფერია,შუადღეს გამოაღებ - ისევ არაფერი.საღამოსაც არაფერი იქნება,მაგრამ მაინც გამოაღებ,დგახარ,უყურებ,სიცარიელეში ანთებულ შუქს აყვედრი...არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?!ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა?!