პოეზია · ლირიკა
ნალის შეჭამანდი
ეს კერძი სიღარიბემ მოხარშა.„არაფერი მაქვს,რაც შენ დაგანაყრებს“. - მითხარი დამეც ჩავაწყვე ნალები ქვაბში.ჩავამატეთ ფქვილი, კვერცხები.ათასი რამე ჩავამატეთ,ვითომ არ გქონდა...დიდხანს ვადუღე,მაგრამ დღემდე ჟანგს იკიდებს ჩემი ვახშამი.რკინის გემოს ტუჩებიდან ვეღარ ვიშორებ.ძალით ვჭამ,მერე რაც დარჩება,დიდი ქვაბიდანსაღამოსკენ ვასხამ მომცროში,მერე კიდევ უფრო მომცროშიდა ასემე შენს მონატრებას ვაპატარავებ.