↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "არ მხიბლავს შენეული: "მადამ"

კოპაძე როზა

2009-08-121 წთ საკითხავი519 ნახვა

—
არ მხიბლავს შენეული: `მადამ~ანდა შორეული: `მადმაზელ~...მე შენზე ძლიერი ვარ, ადამ,შენზე მაცდური და ლამაზი.რაისთვის აგიყვანდი ცადა,საწუთროს მოვერიე არცთუ ვერ,მე შენზე ცბიერი ვარ, ადამ,უკეთუ პირველმა გაცდუნე.დამყვება დაკარგულის დარდი,მტუქსავ და ამაოდ მარიგებ,მე შენზე ჭკვიანი ვარ, ადამ,უსიტყვოდ შემიძლია გაგიგო.იგი ვარ, რაც აქამდე მწამდა,რწმენა კი საუკუნო ცაზე ძევს,მე შენზე სრულქმნილი ვარ, ადამ,შენს იქით არაფერს დავეძებ.სიმშვიდე გენატრება რად _ არ,ამავსე იჭვითა და ყვედრებით,მე შენზე ერთგული ვარ, ადამ,რადგან ერთ სიყვარულს ვჯერდები.გზადაგზა მიგიტყუებს სხვა დამოგხიბლავს ფერებით და ლაციცით,მე შენზე ნაწყენი ვარ, ადამ,რამეთუ ჩემი ფასი არ იცი.

კოპაძე როზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი