პოეზია · ლირიკა
*** "სხვანაირი ხარ"
სხვანაირი ხარ...როგორც თოვლით დამთვრალი ღამე,ცისკარმა რომ უნდა გარიყოს...რა გითხრა , როცა მარტოობის წყურვილით გკლავენ,აგრემც მაგის ღმერთი არ იყოს!@რანაირი ხარ...როცა სიტყვებს ბავშვივით ჰკოცნი,შური შურობს ალბათ ქილიკით...გეღვრება, ვიცი, გულბოროტი ხალხისგან მოცლილსსული _ ლირიკად!დარდიანი ხარ...დადიხარ და ავად გახელებსსევდისფერი ლოდინის ლოდი...მავანი სადღაც პროზაულად წაითავხედებს, _მრუდე გზით მოდის!საბრალო კიასულის თოვლით დამთვრალი ღამე _უჟმური რომ გადაირიყავს...გჯეროდეს როცა მარტოობის წყურვილით გკლავენ,ესე იგისხვანაირი ხარ!