↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძმურად შევკავშირდეთ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
რაც გაკეთდა და კეთდება,უფრო ენამჭევრია,მაგრამ საქმის კეთებასთანხელის შეშლაც ბევრია.საგმობია შოვინისტი,ის მწამლავი შხამია,იგი ყველგანცნობილია,როგორც კაციჭამია.მისი ბრძოლისმეთოდები -პროგრესი, წინმსვლელობა.ძველისძველი,რუტინულიმისი მსოფლმხედველობა,ეროვნულისაკითხებიდღიდან-დასაბამიდანდუღს დაგადმომდინარეობსმხოლოდ კაცის ჭამიდან.მაგრამ კერძიამ თამადასთვით გაუხდეს შხამადა,კაცის ჭამამვერ ივარგოს,ვერ გამოდგეს ჭამადა!უთხრეს: ამასნუ მივიღებთწესადა და ადათად:მეზობელიმეზობლად ვცნოთ -არა სუკის მწვადადა.თუ ყვითელიქადაგებამარტოოდენ შუღლია,მასთან შებმაუნდობარიბრძოლის ერთი მუხლია.ასე ამბობს:სულ ერთიაჩვენი მთა და სერები,ერთად,ძმურად შევკავშირდეთკავკასიის ერები.არ ვართ ბრმები,მოქალაქე,შენში ნუთუ ეჭვია,რომ კულტურაკაცის ჭამასუკვე გადაეჩვია.დამშეულხარ,ასეთ მშიერსველურიც რომ აჰყვება,ორივემ თუგაიცინა,ავ თვალს არ ენახვება.თუ ასეთიბრიყვი კაციუშვი თავი ნებაზე,თვით სატანაახარხარდესასეთ გაცინებაზე.ნუ უყურებ,მოქალაქე,სხვების ცას მოკამარეს -შოვინისტითავის კბილითითხრის თავის სამარეს!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი