↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ

საიათნოვა

2011-04-131 წთ საკითხავი1551 ნახვა

—
სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ!მუდამ თან გიდევნო სუფრის მაზათა,ტანადობით ალვა განაზარდი ხარ,ალვის ხეო, რამ გაგხადა ვაზათა!ნეტავი რა უყო, რა მოვიგონო,მე შენი ზიანი არ გავიგონო,როდის მობრძანდები, ჩემო ბატონო,ფეხქვეშ გაგეშალო ფიანდაზათა.როდის გნახამ თვალი-იაგუნდითა.წარბები შეგეღებოს სურმა-გუნდითა?ალმასის ჯიღა ხარ ოქროს ბუდითა,სირმა ვერცხლი მოგიხდება რაზათა!ხოხობივით დაგლოლავდე ველშია,ბროლის ჩაფი დაგეჭიროს ხელშია.ნაქები ხარ შენ სუყველაფერშია,შევარდენო რამ გაქცია ბაზათა!?ვიწვი ეშხისაგან, ალი არა მაქვს,ნებით გეხვეწები, ძალი არა მაქვს,საიათნოვა ამბობს - ბრალი არა მაქვს,ნუღარ დამწვამ, ეს მეყოფა ჯაზათა!

საიათნოვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი