↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 114 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21582 ნახვა

—
ნუთუ გონება გამეხლართა მზაკვარ გრძნობაშიდა, როგორც მეფეს, მლიქვნელობის სენი ერევა?!ან ეგებ თვალი გაიწაფა ჯადოსნობაშიდა პირფერობა სიმართლეში აღარ მერევა.ნუთუ ურჩხული გადაიქცა ზღაპრულ ფერიად,ნუთუ სიყვარულს გულწრფელობის მადლი სცხებია,ან ეგებ ქვეყნად საძრახისი არაფერიადა რაც სიმდაბლე დამინახავს, მომჩვენებია.ნუთუ ასეა?! – თვალი ხედავს მაცდურ სანახებს,მიტომაც თან მდევს თვალთმაქცობის სენი მეფეთა...თვალს რა მოვკითხო? – თავის ბატონს იმას ანახებს,თუ რამ გონების საამებლად შემოეფეთა.თვალმა თუ ავი დაინახა, კარგიც მისია,თუ სილამაზეს არ შეხედა, რის მაქნისია?!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი