↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 113 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
რაც შენ დაგშორდი, გონებითღა ვუმზერ სამყაროს,თვალს აღარ შერჩა საამქვეყნო საქმე და ვალი,თვალით ნანახმა თუკი შენთან უნდა გამყაროს,მიჯობს დაბრმავდეს სამუდამოდ ასეთი თვალი.თვალის სარკეზე მიჯობს ვკლავდე ყველა ცდუნებას,სჯობს არაფერმა ჩააღწიოს გულის ფიცრამდე,აღარ ვხედავდე ვარდს და ბულბულს, მზეს და ბუნებას,და ცოდვათაგან გონებით სჯობს თავს რომ ვიცავდე.სჯობს თვალს ვავლებდე ხან მახინჯ და ხან ლამაზ ხედებს,ღამის შემყურეს, მზის სინათლეც თვალწინ მხვდებოდეს,ვხედავდე ზღვებსაც, მაღალ მთებსაც, გედებს თუ მტრედებს,და ყველაფერში შენი სახე მელანდებოდეს.რაგინდ მაცდუნოს თვალმა უცხო წარმოსახვებით,ნათელ გონებას ვერ ამიმღვრევს ბნელი ზრახვებით.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი